პარლამენტთან სამხედრო კარავი გაშალეს

პარლამენტის მთავარ შესასვლელთან სამხედრო კარავი გაშალეს. ეს უკვე მეორე დიდი კარავია, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაშლილი.

პირველი დიდი კარავი პარლამენტის წინ წუხელ გაშალეს, რომელიც, ოპოზიციის ლიდერების თქმით, ის გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი იქნება, სადაც სამუშაო შეხვედრები გაიმართება.

შეგახსენებთ, მე-4 დღეა, ქვეყნის მთავარ პროსპექტზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, მთავრობის გადადგომას, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლასა და პოლიტპატიმრების უპირობო, დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.