პარლმენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა

საქართველოს პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.

ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსლიების შეწყვეტას მხარი 79 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა არცერთს მიუცია. 

ოპოზიციური პარტიების დეპუტატები სხდომა არ ესწრებოდნენ. 

აღსანიშნავია, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს თავად ნიკა მელიამ მიმართა.