პარტიებს სურს იყოს მუდმივი ქაოსი და დესტაბილიზაცია - ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებს არც თბილისში და არც სხვა ქალაქებში ალტერნატივა არ ეყოლება. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ოპოზიციური ფლანგის მთავარი დანიშნულება დესტრუქცია და არა ჯანსაღი პოლიტიკური პროცესია.

"ჩვენს კანდიდატს თბილისში, არცერთ ქალაქში, არცერთ მუნიციპალიტეტში არ ეყოლება ალტერნატივა.

ნაციონალურ მოძრობას, კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ვინაიდან სხვა პარტიები, როგორც ვუყურებთ, აღარ ჩანს, არავითარი დღის წესრიგი არ გააჩნიათ, გარდა ერთისა, რომ ქვეყანაში იყოს მუდმივი ქაოსი და დესტაბილიზაცია, რასაც თქვენ ვერ ეღირსებით, ეს ერთი მინდა იცოდეთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.