"პატრიოტთა ალიანსის“ ოთხი წევრი პარლამენტში შევიდა

პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების - ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები - დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია და გელა მიქაძე იქნებიან. მათი უფლებამოსილება პარლამენტმა უკვე ცნო. 

ცნობისათვის, პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამ დეპუტატს, ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ამის გამო პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს, სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე 4 იანვარს შეუწყვიტა.

 საკანონმდებლო ორგანოში შესვლის მზადყოფნა გამოთქვეს მათმა ადგილმონაცვლეებმა - დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ, რომელმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ გუშინ მიმართეს. 

“პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შევიდა და მანდატზე უარის თქმას არ აპირებს ავთანდილ ენუქიძეც.

„პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო სია არ ჰქონდა ჩახსნილი.