პერევის გამშვები პუნქტი ახალი წლის დღეებში დაიკეტება

ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო რეჟიმი პერევის ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ახალი წლის პერიოდში ჩაკეტავს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რეს“ ავრცელებს.

„30 დეკემბრის 20:00 საათიდან დროებით შეჩერდება „ქარზმანის“ პუნქტის მუშაობა. მუშაობა 3 იანვრიდ 06:00 საათზე აღდგება“, - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

„რესის“ ცნობით, ორი „სასაზღვრო გადასასვლელი პუნქტი“ 2019 წლის სექტემბერში დაიხურა წნელისთან სიტუაციის დაძაბვის გამო.