"პლაკატის ახევას სახის ახევა სჯობიაო" - გიგი უგულავა "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს სადაც ჩანს, რომ "ევროპული საქართველოს" საარჩევნო პლაკატებს  "ნაციონალურ მოძრაობის" ბანერები გადააკრეს.

"კოლეგებო ენმ-დან ადგილი არ გყოფნით, თუ ქოცებს ვერ უბედავთ?!, იქნებ "შეკრულები" ხართ? პ.ს. პლაკატის ახევას სახის ახევა სჯობიაო. ძველი კახური ანდაზაა, ხომ გაგიგიათ. ხოდა სახეს გაუფრთხილდით," - წერს Facebook-ზე გიგი უგულავა.