პლებისციტი, შესაძლოა, იყოს განხილვადი მოლაპარაკების მაგიდასთან - უდუმაშვილი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პლებისციტი არის ერთ-ერთი გზა, რომელიც, შესაძლოა, იყოს განხილვადი მოლაპარაკების მაგიდასთან.

მისივე თქმით, პლებისციტის შედეგები უნდა გაიზიაროს როგორც ოპოზიციამ, ისე ხელისუფლებამ.

,,პლებისციტი იმისთვის ტარდება, რომ მისი შედეგი უნდა გაითვალისწინო, მაგრამ პლებისციტი არა მარტო ჩვენთვის უნდა იყოს პასუხი, არამედ ხელისუფლებისთვისაც უნდა იყოს კონკრეტული პასუხი იმისა, ტარდება თუ არა ვადამდელი არჩევნები,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.