პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება გადამწყვეტი საკითხია - სალომე სამადაშვილი

"გადამწყვეტი საკითხია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და შეთანხმების დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების ასახვა", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. 

ოპოზიციური პარტიები "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დღეს კიდევ ერთხელ ხვდებიან.

"იმ დოკუმენტიდან, რომელიც ბოლო მოლაპარაკებების დროს იყო წარმოდგენილი, ორი პუნქტი მისაღები არ არის. ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები. ამიტომაც, ველოდებით, თ რა იქნბა განახლებული მოლაპარაკების დოკუმენტი", - განუცხადა ჟურნალისტებს სალომე სამადაშვილმა. 

საქართველოში ევროკაშვირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს. მას ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები ესწრებიან.