პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას წლიურ ანგარიშს წარუდგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას 18 დეკემბერს წლიურ ანგარიშს წარუდგენს. 

პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი 2021 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს, ასევე ისაუბრებს განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე.

პრემიერ-მინისტრის ანგარიშს მინისტრთა კაბინეტის წევრები, დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან