პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრი თავს კარგად გრძნობს, იგი თვითიზილაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.