პრემიერი ევროკომისიას 150 მილიონი ევროთი დახმარებისთვის მადლობას უხდის 

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროკომისიას კრიზისულ პერიოდში 150 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი ფინანსური დახმარებისთვის მადლობას უხდის.

„მადლობას ვუხდი ევროკომისიას ამ კრიზისულ პერიოდში 150 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი ფინანსური დახმარებისთვის. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა იმაზე ძლიერია ვიდრე ოდესმე ყოფილა. განსაკუთრებული მადლობა თანამშრომლობისთვის ურსულა ფონ დერ ლაიენს, ჯოზეფ ბორელს და ოლივერ ვარჰელის“,- წერს გიორგი გახარია „ტვიტერში“.