პრესსამსახური საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ვიდეო კადრებს ავრცელებს - VIDEO

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ვიდეოკადრებს ავრცელებს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. მას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებიც ესწრებოდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, დაახლოებით, 2 საათს გაგრძელდა. უმრავლესობის წევრების თქმით, სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს იხილავდნენ, მათ შორის, ბიუჯეტის საკითხს. ირაკლი კობახიძის განმარტებით, სხდომაზე საპარლამენტო თანამდებობების საკითხი არ განუხილავთ. აღნიშნულ საკითხზე, უმრავლესობა, მოგვიანებით იმსჯელებს. 

სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა.