საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულის მინიჭებას ულოცავს.
„გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საპატიო ლეგიონის ორდენოსანთა რიგებში. თქვენი წვლილი დემოკრატიის, ასევე საფრანგეთ-საქართველოს შორის კავშირების განვითარებაში, თქვენი მეცენატობა და თბილისის ფრანგული სკოლის დაარსება სათანადოდ იქნა აღიარებული“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში".
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქათველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა.