პრეზიდენტი აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა. ამის შესახებ Report.ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით, კელი დეგნანთან და კარლ ჰარცელთან ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების იმპლიმენტაციასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.