პრეზიდენტი: მოვუწოდებ ყველას, საარჩევნო კოდექსზე მუშაობა პარლამენტში გაგრძელდეს

"მინდა მოვუწოდო ყველას, პარლამენტში - იქ, სადაც საამისო ადგილია, მოინახოს გამოსავალი, რომელიც ალბათ, ყველას ვერ დააკმაყოფილებს, მაგრამ შესაძლებელს გახდის დაძაბულობის განმუხტვას,"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა. 

სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ პარლამენტმა გამოსავალი უნდა მონახოს. "მოვუწოდებ ყველას, გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კოდექსზე, რათა ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, სამართლიანი არჩევნების გზით, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება. ეს იქნება გამარჯვება", - განაცხადა პრეზიდენტმა.