პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისათვის დღეს საახალწლო მიღებას გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დღეს ორბელიანების სასახლეში საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლებს. ამის შესახებ report.ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, ღონისძიება 19:00 საათზე გაიმართება.