პრეზიდენტი ვერ ადგა ლოგინიდან - სააკაშვილის პირადი ექიმი

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ დღეს იყო პირველი დღე, როდესაც მესამე პრეზიდენტი ლოგინიდან ვერ ადგა. 

მისი თქმით, სააკაშვილს აქვს მწვავე სისუსტე. 

"დღეს იყო პირველი დღე, როდესაც ის ვერ ადგა ლოგინიდან. მას აქვს ძალიან მძიმე სისუსტე. კალიუმის ნორმა ძალიან დაბალია. ცოტა უჭირს საუბარი. უყურებს ტელევიზიით გადაცემებს. დღეს არის პირველი დღე, რომ ის არის ძალიან სუსტად. ახლა იქ არის ამ დაწესებულების ექიმი. ადრე თუ გვიან, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს კონსილიუმზე. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დრო აღარ გვაქვს, არ შეიძლება ყველაფრის ასე გადადება. ეს ადამიანი, ჩვენი პრეზიდენტი ყოველ დღე უფრო ცუდად ხდება, ეს რაღაც საგიჟეთია," - აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.