პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა თანამდებობა დატოვა

დიმიტრი გაბუნიამ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა დატოვა.

შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში აღნიშნულია: "გათავისუფლდეს დიმიტრი გაბუნია საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობიდან 2021 წლის პირველი აპრილიდან, პირადი განცხადების საფუძველზე".