პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი ჩაინიშნა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. სალომე ზურაბიშვილი განცხადებას 20:30 საათზე გააკეთებს.

პრეზიდენტის პრესსამსახური არ აკონკრეტებს ბრიფინგის თემას. უცნობია, დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტო-ს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანლ ცვლილებებს. 

აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტმა დღის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გამართა, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.