პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. კანდიდატებმა განაცხადი 10 დღის ვადაში 8 ივლისის ჩათვლით უნდა წარადგინონ. 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, კანდიდატურის წარდგენა შესაძლებელია 10 დღის ვადაში, 8 ივლისის ჩათვლით.

კონკურსის პირობები და კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები დეტალურად განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 25 ივნისის 25/06/01 განკარგულებით", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.