პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს

"დაისაჯონ რეჟიმის ჯალათები", "ხელისუფლება ძალადობს თავისუფალ ადამიანებზე", "ქართული ოცნება" გვართმევს სახელმწიფოს და ძალადობს მოქალაქეებზე - საქართველოს პროკურატურასთან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. 

აქციის მონაწილეები "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვენ.

ასევე, მათი მოთხოვნაა, გადადგეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე.