ყველაფერი ტყუილია - პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ ინფორმაცია, თითქოს შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დაიბარა, სიცრუა.

„დეტალებით არ მოგაწყენთ – გარდა იმისა, რომ პრეზიდენტისა და შარლ მიშელის შეხვედრა შედგა, ყველაფერი ტყუილია“,- წერს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის არაფორმლური შეხვედრის შესახებ მოკლე ინფორმაცია და შეხვედრის ამსახველი ფოტო გაავრცელა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, სად შედგა შეხვედრა.