ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას დროულად გაეცეს პასუხი - გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და კოლეგებს უსამძიმრებს. ის გამოძიების დროულად წარმართვას ითხოვს. 

"მთელი გულით ვიზიარებ ტკივილს, ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს და ტელეკომპანია პირველს.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას დროულად გაეცეს პასუხი", - ნათქვამია გიორგი გახარიას სამძიმარში.