რა შემადგენლობით გავა ოპოზიცია არჩევნებზე - VIDEO

ოპოზიციური პარტიები თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან სიაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკეთა. 

"დღეს ჩვენ თბილისი უნდა გავათავისუფლოთ ოლიგარქისგან. ამისთვის ქართულმა ოპოზიციამ მიაღწია უპრეცენდენტო ერთობას",- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

ოპოზიციის ერთიანი სია ასეთია:

ვაკის რაიონი- "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია;

გლდანის რაიონი - ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია;

ისნის რაიონი- “ახალი საქართველოს” დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე;

სამგორის რაიონი- ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი;

მთაწმინდის რაიონი - "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე;

ნაძალადევის რაიონი - "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

დიდუბე -ჩუღურეთის და საბურთალოს ოლქებში ოპოზიციას მაჟორიტარი კანდიდატი არ დაუსახელებია. იქნება თუ არა მათშორის გიორგი მარგველაშვილი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ "გამორიცხული არაფერი არ არის".