რა შემთხვევაში დათანხმდება "ქართული ოცნება" რიგგარეშე არჩევნებს - თალაკვაძის განმარტება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნება" ხმების 40%-ს ვერ მიიღებს, რიგგარეშე არჩევნებზე ოპოზიციის მოთხოვნას დათანხმდება. 

ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

"ჩვენ მზად ვართ რომ 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპი გამოვიყენოთ, რაც ნიშნავს, რომ თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ამ შემთხვევაში განვიხილავთ ოპოზიციის მოთხოვნებს არჩევნებთან დაკავშირებით", - განაცხადა თალაკვაძემ.