რატი იონათამიშვილი ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გახდა. რატი იონათამიშვილმა ფრაქციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლა. თავად მამუკა მდინარაძე კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გახდა. 

გადაწყვეტილებას უმრავლესობის სხდომის ფორმატში კენჭი უკვე უყარეს.