რეალურად ის არსად წასულა - დავით ბაქრაძე

"ეს წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურად, ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა", - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე, სიტუაციას მართავს და "ქართულ ოცნებაში" შექმნილი სიტუაცია და ამ პარტიის მხარდაჭერა მთლიანად ბიძინა ივანიშვილსა და მის პოზიციაზე დგას.

"საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა შიდა ბრალდებები და ვინ ვისკენ არის გადახრილი, მთავარია ის, რომ ქვეყანაში შექმნილ უზარმაზარ პრობლემებში დამნაშავეა ხელისუფლების ყველა ლიდერი – მოქმედიც, უმოქმედოც, ვითომ წასული და ვითომ მოსულიც. ამიტომ გამოსავალია არა იმაში, რომ ავყვეთ ეპისტოლარულ ჟანრში და ვარჩიოთ, ვინ მეტად დამნაშავეა და ვინ ნაკლებად, არამედ გამოსავალია ხელისუფლების შეცვლაში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა.