"რომ წამოდუღდება -მოქაფე, ქაფი არ ჩაიბრუნოს" - გოგა ხაჩიძე ირაკლი ღარიბაშვილს

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და ყოფილი დეპუტატი გოგა ხაჩიძე სოციალური ქსელით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.

"Irakli Garibashvili რომ წამოდუღდება - მოქაფე, ქაფი არ ჩაიბრუნოს", - წერს გოგა ხაჩიძე ფეისბუქში.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ლაგოდეხში, მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა დუღს და მუშაობს.