რომელ საათზე ჩამოვა თბილისში - სააკაშვილი ბილეთის ფოტოს აქვეყნებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ჩამოვა.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბილეთში ვკითხულობთ, სააკაშვილი თბილისში 2 ოქტომბერს, 23:05 საათზე იქნება.

კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვიდეომიმართვის კომენტარში ატვირთა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შესახებ 6 სექტემბერს განაცხადა.