საქართველოს ელჩმა რუანდის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციითქ. ადის-აბება), ზურაბ დვალიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა რუანდის რესპუბლიკის პრეზიდენტს, პოლკაგამეს.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტთან, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რუანდის რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

პრეზიდენტმა კაგამემ მიულოცა საქართველოს პირველ ელჩს რუანდის რესპუბლიკაში მისიის დაწყება და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.