რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო ხელისუფლებას ინარჩუნებს - ენტონი ბლინკენი

რუსეთს საქართველოში თავისი ჯარები ჰყავს განთავსებული და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლებებს ინარჩუნებს, - ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს რიგით 28-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ევროპაში შეიარაღების კონტროლის ვალდებულებებზე უარის თქმას ვხედავთ. რუსეთს საქართველოში თავისი ჯარები ჰყავს განთავსებული და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლებებს ინარჩუნებს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.