რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. საზღვარი გახსნა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიასთან ე.წ. საზღვრის გახსნის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. 

რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად საზღვაო ხომალდების ეკიპაჟისთვის როტაციის შესაძლებლობის მიცემა სახელდება.

ცნობისათვის, რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. საზღვარი კორონავირუსის პანდემიის გამო 13 აპრილს ჩაიკეტა.