ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" დაკვეთით საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის ეგზიტპოლი ბრიტანულმა კომპანია "სერვეიშენმა" ჩაატარა.
აღნიშნული მონაცემები წარმოადგენს საბოლოო ანუ 20:00 საათიან შედეგებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში შედის 9 პოლიტიკური სუბიექტი.
Survation-ის ეგზიტპოლის შედეგად შედეგები ასე გადანაწილდა:
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" - 51,36%
საარჩევნო ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"" - 25.38%
"ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - 4.20 %
"გირჩი" - 3.65 %
"ლელო - მამუკა ხაზარაძე" - 2.94%
საარჩევნო ბლოკი "გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი" - 2.47%
"დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" -2.36%
"შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 1.23%
"ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები" - 1.11 %