რუსთავის ციხესთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს - აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს

რუსთავის ციხესთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. 

რამდენიმე წუთის წინ, რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქტივისტებმა კარვები გაშალეს. როგორც ისინი აცხადებენ, საპატიმროსთან ბევრი ადამიანი აპირებს დარჩენას და  კარვებში დარჩებიან, ვიდრე მიზანს არ მიაღწევენ. 

ცნობისთვის, ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს 24 საათიან ვადას აძლევს. მისივე თქმით, ორშაბათს, საღამოს 8 საათზე, მთელი საქართველო იკრიბება თავისუფლების მოედანზე.