კალაძე: მსოფლიო აღიარებს, კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებული ქვეყანა ვართ

მთელი მსოფლიო აღიარებს იმას, რომ ჩვენ ვართ წარმატებული ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლაში, ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან დედაქალაქის მერმა განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეტაპობრივად შეზღუდვების ნაწილი იხსნება, სიფრთხილე მნიშვნელოვანია.

"უნდა შევინარჩუნოთ ის რეკომენდაციები, რაც არის დაკავშირებული უსაფრთხოებასთან. მიუხედავად იმისა, რომ ეტაპობრივად შეზღუდვების ნაწილი იხსნება, მნიშვნელოვანია ვიყოთ ძალიან ფრთხილად," -განაცხადა კახა კალაძემ.