სალომე ზურაბიშვილი დღეს იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დღეს, 22 იანვარს, NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. 

შეხვედრა ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში გაიმართება, რის შემდეგაც მედიისათვის ონლაინფორმატში ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

სალომე ზურაბიშვილი დაესწრება NATO-საქართველოს კომისიის სხდომასაც. 

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.