სააკაშვილი: გუშინ სცემეს მისმა გამოგზავნილმა ტიტუშკებმა ჩვენ მომხრეს

,,ივანიშვილი ფიქრობს, რომ მისთვის მთავარ პრობლემას წარმოვადგენთ მე და ,,ნაციონალური მოძრაობა", სხვანაირად შეუძლებელია იმის ახსნა, გუშინ სცემეს მისმა გამოგზავნილმა ტიტუშკებმა, ერთ ჩვენ მომხრეს ათენში, რამდენიმე ქალბატონიც დაშავდა", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ათენში, ემიგრანტებთან გამართული შეხვედრის დროს მომხადრ ინცინდენტზე საუბრისას განაცხადა.

,,საბერძნეთში ასეთ რამეს რომ გააკეთებ, თავს იჭრი მთელ მსოფლიოში, ეს ნიშნავს რომ ძალიან გამწარებული ხარ და ძალიან გეშინია, ის რომ ათასგვარ ისტორიას იგონებენ, ათასგვარ რამეს თხზავენ, ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგაა მიმართული. ამ სიტუაციაში რა თქმა უნდა ივანიშვილის მთავარ პრობლემას წარმოვადგენთ ჩვენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ,,ტვ პირველის" ეთერში.