"სააკაშვილი ციხეში მინიმუმ 6 წელი იჯდება" - კობახიძე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მინიმუმ 6 წელი იჯდება. 

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", ირაკლი კობახიძის თქმით, პარტია 3 წელში "საბოლოოდ დამთავრდება".

"სააკაშვილი არის ციხეში, სადაც მინიმუმ 6 წელი იჯდება. ეს კი ქვეყანას დამშვიდების საშუალებას აძლევს. ასევე ქვეყნის დამშვიდების აუცილებელი წინაპირობა "ნაციონალური მოძრაობის" დამთავრებაა. ამ ქვეყანაში 3 წელი არჩევნები აღარ იქნება, შესაბამისად, აღარ ექნება "ნაციონალურ მოძრაობას" არავითარი ბერკეტი არც პოლარიზაციისთვის და არც დესტრუქციის შემოტანისთვის. ამ 3 წელში, "ნაციონალური მოძრაობა" საბოლოოდ დამთავრდება,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.