საარჩევნო რეფორმაზე მომზადებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნა

საარჩევნო რეფორმაზე მომზადებული დოკუმენტი რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას გადაეგზავნა.

საკანონმდებლო რეფორმაზე მსჯელობა საკომიტეტო ფორმატში ხვალ დაიწყება. 

დოკუმენტზე 22 მაისს პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს. პლენარულ სხდომაზე კი მისი პირველი მოსმენით განხილვა მომავალ კვირაში იგეგმება. დოკუმენტი სამივე მოსმენით 21 ივნისამდე უნდა დამტკიცდეს.