საჭიროა ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარება - ღარიბაშვილი

შავი ზღვის რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება ცხადყოფს, რომ საჭიროა თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე აყვანა და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარება, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შესახებ, „ტვიტერზე“ წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველომ დაამტკიცა, რომ შესწევს ევრო-ატლანტიკურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის ძალა.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა იენს სტოლტენბერგთან NATO-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკის შესახებ. საქართველომ დაამტკიცა, რომ შესწევს ევრო-ატლანტიკურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის ძალა. შავი ზღვის რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება ცხადყოფს, რომ საჭიროა თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე აყვანა და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარება“, - აღნიშნავს პრემიერი.