საფრანგეთის პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქათველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა. 

ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრია.

საპატიო ლეგიონის ორდენი  საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა.