საფრანგეთმა საქართველო "წითელი ზონის" ქვეყნების სიაში შეიყვანა

საფრანგეთმა საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნების სიაში შეიყვანა.

როგორც საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე, „წითელ ზონაშია“ შემდეგი ქვეყნები: ავღანეთი, სამხრეთ აფრიკა, ალჟირი, არგენტინა, ბანგლადეში, ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა რიკა, კუბა, საქართველო, ინდონეზია, ირანი, მალდივები, მაროკო, მოზამბიკი, ნამიბია, ნეპალი, ომანი, პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რუსეთი, სეიშელის კუნძულები, სურინამი, ტუნისი და თურქეთი.