საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, 20-26 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციასთან ერთად გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაში მონაწილეობს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი 22-23 სექტემბერს, მონაწილეობას მიიღებს სუამ-ის მინისტერიალში, რომელიც სუამ-ის საქართველოს თავმჯდომარეობით იმართება. დავით ზალკალიანი დაესწრება მთავრობათაშორისი კოალიცია - "დემოკრატიათა თანამეგობრობის" მე-10 მინისტერიალს, რომელიც რუმინეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში იმართება და ასევე მონაწილეობას მიიღებს გერმანიის და საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში - "ალიანსი მულტილატერალიზმისთვის", მინისტრი სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს.

გაეროს გენერალური ასაბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თავის ევროპელ, აზიელ და აფრიკელ კოლეგებთან.