საჯარო რეესტრმა "ალტ-ინფოს" პარტიის რეგისტრაცია შეაჩერა

საჯარო რეესტრის სააგენტომ "ალტ-ინფოს" პარტიის, "კონსერვატიული მოძრაობის" რეგისტრაცია შეაჩერა. დადგენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად მათ 10 დღე მიეცათ.

როგორც რეესტრი დასაბუთებაში წერს, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია რეგისტრაციის პირობებს, რიგ გარემოებათა გამო, არ შეესაბამება.

რეესტრი აღნიშნავს, რომ დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.