საჯარო სამსახურები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ

საჯარო სამსახურები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ, - გადაწყვეტილება ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.  

„კვლავ ძალაში რჩება რეკომენდაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ,"-ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე, გამკაცრდება დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის რესტორნებსა თუ სარეკრეაციო სივრცეებში,  საზოგადოებრივ ტრანსპორტში.