საკადრო ცვლილებები თბილისის მერიაში

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებია. მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის პოსტი ანდრია ბასილაიამ ჩაიბარა. ამ დრომდე აღნიშნული თანამდებობა გიორგი ებანოიძეს ეკავა. ანდრია ბასილაია კი ეკონომიკური განვითარების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ამ ეტაპზე უცნობია ვინ გახდება ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი.