საქალაქო სასამართლოსთან ხვალ აქცია გაიმართება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ხვალ საპროტესტო აქცია გაიმართება.

ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ავრცელებს.

ნიკა მელიას ცნობით, აქცია 13:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ პროცესს დაესწრება.