საქართველო ევროპელი პარტნიორებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია - ზალკალიანი

შარლ მიშელის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. 

ზალკალიანის თქმით, მედიაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მთლიანად პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირებულია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევების მოსაგვარებლად. 

"მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო და წარმატებით დასრულდა მედიაცია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორია და დასტურია იმისა, რომ მათთვის საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესი არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ამიერიდან მთლიანად პოლიტიკური სპექტრი, მთლიანად ხელისუფლება ფოკუსირებულია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევების მოსაგვარებლად", - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა და ქვეყნიდან დღეს, დილით გაემგზავრა.