საქართველოს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ესტუმრა

საქართველოში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის, გენერალ-პოლკოვნიკის, ზაჰირ ჰასანოვის ვიზიტი დაიწყო.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა ფაიგ გულიევმა, სამხედრო ატაშემ და საელჩოს სხვა თანამშრომლებმა ყვავილებით შეამკეს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ბიუსტი.

დღეს ჰასანოვი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, ხოლო ხვალ ის მონაწილეობას მიიღებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივ შეხვედრაში კახეთში.