დღეს თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მერვე მინისტერიალი გაიმართება

23 დეკემბერს თბილისი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხევედრას უმასპინძლებს.

შეხვედრა რიგით მერვე მინისტერიალია სამმხრივ ფორმატში გაიმართება. 

მინისტრები განიხილავენ სამმხრივი თანამშრომლობის არსებულ დღის წესრიგს სხვადასვხა მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობას ტრანსპორტისა და ენერგეტიკის საკითხებში.

სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერება საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას.

აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია მათი შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგებლებთან.